როგორც თორნიკემ აღნიშნა, მას ძალიან გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება.
"ეს არ იყო მარტივი, რადგან მე 6 წელი ესპანეთში, კერძოდ, "ბასკონიაში" გავატარე, მაგრამ მე ვიცოდი, რომ ევროლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში გადავდიოდი. ამან ჩემი გადაწყვეტილება შეამსუბუქა", - თორნიკემ "ვითიბი ლიგის" პრესსამსახურთან განაცხადა.
შეგახსენებთ, თორნიკე შენგელია 2020 წელს ცსკას რიგებში გადავიდა. მისი ესპანური კარიერა ესპანეთის ჩემპიონობით დააგვირგვინა და "ბასკონია" თავაწეულმა დატოვა.
წყარო - Sport.ru
ცსკა-ს აუტსაიდერმა სძლია, თანაც მოსკოვში - შენგელიამ 9 ქულა ჩააგდო