“მყესები სრულიად უწყინარ სიტუაციაში გავიწყვიტე. ვარჯიშზე, ორმხრივი თამაშისას ბურთი ჩავჭერი და მოედანზე რომ დავხტი, მუხლი გამექცა. ძლიერი ტკივილი ვიგრძენი და მოგვიანებით აღმოჩნდა,
ამერიკულ მედიაში კომენტარი გააკეთა კრეიტონელთა მთავარმა მწვრთნელმა კრეიგ მაკდერმოტმა: “ყველანი განადგურებულები ვართ იმის გამო, რაც რატის შეემთხვა. ის ახლა ერგებოდა ჩვენს სისტემას და იწყებდა საკუთარი ტალანტის გამოვლენას, რომელიც უხვად აქვს. ვიცი, რომ ის ჩვენს პროგრამაში ბოლომდე ჩართული იქნება. ჩვენ მას მოედანზე ჯანმრთელად დაბრუნებას ვუსურვებთ”.
“რეაბილიტაციას დაახლოებით 7 თვე დასჭირდება. მთელ ამ დროს ამერიკაში გავატარებ. ოპერაცია უნდა გავიკეთო, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, 2 თვეში ვარჯიშს დავიწყებ, თუმცა ჯერ უბურთოდ. თავიდან იქნება მსუბუქი ვარჯიშები, მხოლოდ სროლა და ტრენაჟორები. ფეხებზე დატვირთვა რომ გავაძლიერო, კიდევ რამდენიმე თვე დამჭირდება. მალე ამერიკაში დედაჩემი ჩამოვა და ოპერაციის დროს და შემდგომ პერიოდშიც ჩემ გვერდით იქნება. დარწმუნებული ვარ, ამ რთულ პერიოდს პრობლემების გარეშე გადავიტან და მოედანს მეტი მოტივაციითა და შემართებით დავუბრუნდები” – ოპტიმისტურად დაასრულა ჩვენთან საუბარი რატი ანდრონიკაშვილმა.
GBF.GE