ფიბას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში გიორგი შერმადინის "იბეროსტარ ტენერიფემ" სტამბოლის "გალათასარაის" უმასპინძლა და იოლად გაიმარჯვა. ესპანელებმა თურქებს პირველივე ტაიმში დიდი უპირატესობით აჯობეს და დიდ შესვენებაზე უკვე 20-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. ცხადია, სტუმრებმა მე-2 ნახევარში ეს ჩამორჩენა ვერ აღმოფხვრეს.
საბოლოოდ, კანარელებმა 85:72 იმარჯვეს და სატურნირო თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. გიორგი შერმადინი სასტარტო ხუთეულში იყო და მან 22:36 წუთი ითამაშა. ქართველმა ცენტრმა 10 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოიპოვა და მისი ეფექტურობის კოეფიციენტი 9 გამოდგა. გიორგიმ 8-
სამი ტურის შემდეგ "ტენერიფეს" 2 გამარჯვებით და 1 მარცხით ჯგუფში პირველი ადგილი უჭირავს, თუმცა იტალიურ "დინამო სასარის" მე-3 ტურის მატჩი გასამართი აქვს. ესპანური გუნდი მომდევნო შეხვედრაში 15 დეკემბერს, სტამბოლში, კვლავ "გალათასარაის" დაუპირისპირდება.
წყარო http://gbf.ge