თორნიკე შენგელიას ცსკა-ში თამაში არ მისდის

AutoSharing Option
ერთიანი VTB-ლიგის მერვე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ პერმში "პარმა" 95:61 დაამარცხა.

შენგელიამ ვერც ამჯერად იასპარეზა დამაჯერებლად - მან თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და 17:51 წუთში 4 ქულა (7-დან 2 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი), 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა და ერთხელ დაკარგა ბურთი.

16-16 ქულით ყველაზე შედეგიანები მაიკ ჯეიმსი (ცსკა) და ადას იაშკიავიჩიუსი (პარმა) იყვნენ.

დედაქალაქურმა გუნდმა 7 ჩატარებულ მატჩში 5 გამარჯვება მოიპოვა, მეოთხე ადგილზეა და 12 დეკემბერს სტუმრად "ცმოკი-მინსკს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 26 ნოემბერს ევროლიგაზე "რეალს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
იქ დარჩენილიყავი ან ბარსელონაში გადასულიყავი.
რამდენ ქართველს გაუტეხე გული ოკუპანტის არმიაში გადაბარგებით.
ჰოდა, ცოდვებმა გიწია, ჯიგარო!
ჯერ სად ხარ!
ILIA
22 ნოემბერი 2020 22:44
8
რუსოფილო,რა შუაშია აქ მთავარი არხი?! რა არა არის რუსეთი ოკუპანტი?! რა არის ცსკა(არმიის ცენტრალური სპორტული კლუბი) ოკუპანტი ქვეყნის არმიის კლუბი?! შენ გეტყობა ,საფუძვლიანად გამოგირეცხა ტვინი რუსულმა პროპაგანდამ! და ბოლოს,მთავარი არხიც,იმედიც და ყველა დანარჩენი(უკლებლივ) ეწევიან გარკვეული ჯგუფების პროპაგანდას! ის,რასაც ისინი სჩადიან,არავითარი კავშირი არ აქვს ჟურნალისტიკასთან და უდიდეს ზიანს აყენებს ჟურნალისტის პროფესიას!
dato-ს
23 ნოემბერი 2020 16:17
2
რა ოკუპანტის არმიაში გადაბარგება? მთავარის ნაბოდიალებით რო ცხოვრობთ, იმიტომ ხართ კარგ დღეში და ჯერ სად ხართ, მართლაც და...
Dato
23 ნოემბერი 2020 07:11
15
ამას ქვია გაფუჭება
zviadi
22 ნოემბერი 2020 22:44
3
ვაი, სირცხვილო, რუსეთი ქართველი სპორტსმენებისათვის სპილოების სასაფლაო!
ზურაბი
23 ნოემბერი 2020 09:49
2
სამაგიეროდ ხელფასს ხომ იღებს ბევრს
ტოტტი
23 ნოემბერი 2020 13:43
1
ქართველ ხალხზე წინ მორბენალ ცხვარს ან მგელი შეჭამს ან არმიაოოოოო... ეხლა სკამზე რო დასვან და ის 3 წელი ასე აყურყუტონ მერე ხო გამოვა და გადმოყრის ნიანგის ცრემლებს რატო არ დაგიჯერეთო.... ასეა ბიძია ეს და ჩვენი მოგონილი კიარაა.
Rigiti qartveli
23 ნოემბერი 2020 09:07
4
თორნიკე ორქულიანებში ყოველთვის მოიკოჭლებდა და არა მარტო ცსკაში კარგი კალათბურთელია მაგრამ ობიექტურად რაღაც აკლია ამას მე ვერ ვიტყვი პროფესიონალებმა უნდა თქვან არა ქართული ბაქა ბუქით მაგრამ საქართველოსთვის რომ შეუცვლელია და რომ ევროპის დონეზე საშუალო კალათბურთელია ეს უდავოა
გიო
22 ნოემბერი 2020 21:58
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული