ნაკრებში გამგზავრებამდე შენგელიამ "რეალს" 15 ქულა ჩაუგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

ევროლიგის მე-11 ტურში მოსკოვურმა გუნდმა სახლში "რეალი" 74:73 დაამარცხა.

შენგელია მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა სასტარტო ხუთეულში დააყენა და 27:31 წუთში 15 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 5-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო) და 7 მოხსნა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 15 იყო.

თორნიკეზე შედეგიანი 28 ქულით მხოლოდ მისი თანაგუნდელი მაიკ ჯეიმსი გახლდათ.

ცსკა 8 მოგებით მე-2 ადგილზეა და 3 დეკემბერს "ოლიმპიაკოსს" უმასპინძლებს, შენგელია კი საქართველოს ნაკრებს ფინეთში შეუერთდება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
წარმატებები თორნიკე შენგელიას!
თბილისი
11:01 27-11-2020
9
კარგია სანაკრებოდ ფორმა აიკრიფა. ისედაც დიდი დანაკლისი გვაქვს და კარგია რომ ჩადგა მწყობრში, წინა შეხვედრებში რაღაც არ მისდიოდა თამაში. წარმატებები თოკო!
tariel
05:22 27-11-2020
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული