შეუდარებელი მამუკელაშვილი - ქართველის მორიგი საოცარი მატჩი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 დეკემბრის გამთენიისას, "სეტონ ჰოლ პირატსი" "პენ სთეითს" დაუპირისპირდა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული გამოდგა, მატჩის ძირითადი დრო 84:84 დასრულდა, ოვერტაიმში კი "პირატსმა" იმარჯვა, ანგარიშით -  98:92.

სანდრო მამუკელაშვილი კვლავ შეუჩერებელი იყო. მის ანგარიშზე 30 ქულა, 5 მოხსნა და 4 შედეგიანი  გადაცემა გახლდათ.

5 ტურის შემდეგ "სეტონ ჰოლი" დიდი აღმოსავლეთის კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. მათ 2 მოგება და 3 მარცხი აქვთ.

მომდევნო მატჩს "პირატსი" 9 დეკემბერს, "ვაგნერის" წინააღმდეგ გამართავს.

altმამუკელაშვილის მორიგი საოცარი მატჩი, მაგრამ დასანანი მარცხი

მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს უკვე ხუმრობა საქმე აღარაა! ბრავო!!!
vvv
07 დეკემბერი 2020 18:50
0
ახლა მთავარია ნბა-ში მოხვდეს. წესით მოხვდება, ნაკრებში მერეც ჩამოვა.
Tryst
07 დეკემბერი 2020 11:30
3
ჩვენთვის გარანტირებულია ევრობასკეტის საგზური, სანდროს ჩამოსვლას და თამაშს დიდი აზრი არ აქვს როცა სხვა მოთამაშეები ასე კარგად ართმევენ თავს. ბოლო შანსია სანდროსთვის ენბიეიში მოსახვედრად და მანდ მოხვედრით უფრო გამოადგება ნაკრებს, ისე განვითარდება. ვიდრე არაფრის გადამწვეტ მატჩებში.
წარმატებები სანდროს
08 დეკემბერი 2020 03:07
0
ნაკრები უპირველეს ყოვლისა - აბა ისე რა აზრი აქვს - ვინ, სად ითამაშებს.
მთავია
07 დეკემბერი 2020 21:25
1
ჟურნალისტებმა ცოტა ნორმალური სათაური მოიფიქრეთ ხოლმე
feedback
07 დეკემბერი 2020 11:07
2
მართალია! 30 ქულა დააგროვა, მაგრამ აქ „საოცარი“ სად ჩანს?
თბილისელი
08 დეკემბერი 2020 10:48
0
როგორც ჩანს საქართველოს ნაკრები მის კონტრაქტში და გეგმებში გათვალისწინებული არაა.
fan1
07 დეკემბერი 2020 10:36
12

სიახლეები პოპულარული