ბურჯანაძეს სათამაშო დრო მიეცა და მატჩის MVP გახდა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატში მოთამაშე ბექა ბურჯანაძემ გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ქართველი ფორვარდი "გრან კანარიას" "ფუენლაბრადას" დამარცხებაში დაეხმარა და მატჩის MVP-ის ტიტულიც დაიმსახურა. კანარელებმა შეხვედრა 87:71 მოიგეს, ბურჯანაძე კი მოედანზე მყოფთაგან ყველაზე შედეგიანი გახლდათ.

ბექამ მოედანზე 23:34 წუთი გაატარა და 10 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. ქართველმა ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 7-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ბექას სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა და ის მატჩის
უძვირფასესი მოთამაშე (MVP) გახდა.

აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძეს ლიგა ენდესაში ასეთი შედეგიანი თამაში 27 სექტემბრის შემდეგ არ ჰქონია. მაშინ "გრან კანარიამ" "სარაგოსასთან" სტუმრად 71:88 წააგო, ქართველმა კალათბურთელმა კი 11 ქულა მიითვალა. ბურჯანაძეს მუხლი აწუხებდა და მოედანზე მცირე ხნით ჩნდებოდა. როგორც ჩანს, მას ტკივილი არ აწუხებს და მწვრთნელმა მას სათამაშოდ საკმაო დრო მისცა.

კანარულმა კლუბმა 13 მატჩში მხოლოდ მე-3 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზე გადაინაცვლა. "გრან კანარია" მომდევნო მატჩს 19 დეკემბერს, სტუმრად "გიპუზკოა ბასკეტთან" გამართავს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგ ორქულიანებს მე მგონი გავცდით უკვე და უნდა ივარჯიშოს.
ddgfdf
00:18 15-12-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული