ბექა ბურჯანაძის 7 ქულა და "გრან კანარიას" გასვლითი გამარჯვება აუტსაიდერთან

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ” ესპანეთის ჩემპიონატში გასვლითი გამარჯვება მოიპოვა. კუნძულელები ლიგის აუტსაუდერ “აკუნსა გიპუზკოა ბასკეტს” ესტუმრნენ და 79:65 დაამარცხეს.

გამარჯვებაში თავისი წილი ქართველმა ფორვარდმაც დაიდო. ბურჯანაძემ 20 წუთზე მეტ ხანს ითამაშა და 7 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთიც ერთხელ დაკარგა. კანარელთა ქართველმა ფორვარდმა 3-დან 1 ორქულიანი, 1 სამიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. გამარჯვებულთაგან 12 ქულითა და 8 მოხსნით საუკეთესო იყო ეიჯეი სლაგტერი.

4 მოგებითა და 10 მარცხით “გრან კანარია” ცხრილში მე-16 ადგილზეა და გასავარდნ
ზონაში მყოფ 3 გუნდს 2 გამარჯვებით უსწრებს. შემდეგი შეხვედრა ბურჯანაძის გუნდს 27 დეკემბერს, სტუმრად “მანრესასთან” ელის. 

GBF

altგოგა ბითაძე მოედანს სოლიდური დროით დაუბრუნდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული