შერმადინის "ტენერიფე" "ბასკონიამ" შეაჩერა

AutoSharing Option
გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მე-14 მატჩი ბასკეთში „ბასკონიას“ წინააღმდეგ გამართა. მანამდე კუნძულელებს მხოლოდ ერთი შეხვედრა ჰქონდათ წაგებული. მოგებათა ხუთმატჩიანი სერია ქალაქ ვიტორიაში შეწყდა – „ბასკონიამ“ „ტენერიფე“ 79:72 დაამარცხა.

წაგების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად შერმადინის გუნდის ლიდერის, გამთამაშებელ მარსელინიო უერტასის არყოფნა შეიძლება დასახელდეს. მის გარეშე გუნდს თამაშის დალაგება გაუჭირდა.

გიორგი შერმადინმა 20 წუთში 6 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. მატჩის ბომბარდირობა კი ორმა ბასკონიელმა გაინაწილა – ზორან დრაგიჩმა და გიედრაიტისმა 15-15 ქულა ჩააგდეს.

„ტენერიფე“ 14 ტურის შემდეგ 12
მოგებით ესპანეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. პირველზეა დაუმარცხებელი „რეალი“.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული