ბურჯანაძის 4 ქულა, 5 მოხსნა და გამარჯვება "ბეტისთან"

AutoSharing Option
მძიმე სტარტის შემდეგ ბექა ბურჯანაძის “გრან კანარიამ” ესპანეთის ჩემპიონატში სიჩქარე აკრიფა. კუნძულელებმა თამაში გამოასწორეს და თამაშებს ზედიზედ იგებენ.

"გრან კანარია" ამჯერად "ბეტისს" დაუხვდა და საკმაოდ იოლად – 78:54 მოიგო, ქართველმა კალათბურთელმა კი მოედანზე 16:01 წუთი გაატარა და 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. ბექამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთბაშად 6-ჯერ დაჯარიმდნენ.

აღსანიშნავია, რომ ბურჯანაძის მოედანზე ყოფნის პერიოდში მისმა გუნდმა მეტოქეზე 14 ქულით მეტი ჩააგდო, ქართველი ფორვარდის სარგებლიანობის კოეფიციენტი კი
13-ს გაუტოლდა და ეს მასპინძელთა რიგებში მე-2 მაჩვენებელი იყო. ბექას მხოლოდ ამერიკელმა ჯონ შურნამ (15) აჯობა, რომელმაც 11 ქულა ჩააგდო.

"გრან კანარიას" 15 მატჩში 5 მოგება მოუგროვდა და 19-გუნდიან ესპანეთის ჩემპიონატში მე-15 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 27 დეკემბერს, სტუმრად "მანრესასთან" ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული