Big East-ის კონფერენციის მე-5 ტურში სეტონჰოლელმა მეკობრეებმა "ქსავიერ მუშკეტერებს" უმასპინძლეს და დამაჯერებელი სხვაობით – 85:68 დაამარცხეს. მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 8-დან 4
"სეტონ ჰოლს" Big East-ში ყველაზე მეტი – 4 გამარჯვება აქვს და 1 წაგების გამო პირველ ადგილზე მყოფ, დაუმარცხებელ "ვილანოვას" ჩამორჩება. შემდეგ მატჩს მეკობრეები 3 იანვარს "ბატლერთან" გამართავენ.
GBF.GE