მამუკელაშვილის 18 ქულა, გამარჯვება და MVP-ის ტიტული "ქსავიერთან" მოგებულ მატჩში

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის ჩავარდნა საბედნიეროდ ერთმატჩიანი გამოდგა. წინა ტურში "ჯორჯთაუნთან" 25 წუთში ჩაგდებული 2 ქულის შემდეგ მამუკელაშვილმა დღეს თავის გუნდს "ქსავიერთან" მატჩში ულიდერა და გამარჯვების მთავარი შემოქმედი გახდა.

Big East-ის კონფერენციის მე-5 ტურში სეტონჰოლელმა მეკობრეებმა "ქსავიერ მუშკეტერებს" უმასპინძლეს და დამაჯერებელი სხვაობით – 85:68 დაამარცხეს. მამუკელაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მან გამარჯვებულთაგან საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 32 წუთი გაატარა, რა დროშიც 18 ქულა, 7 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 2 პასი და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ 8-დან 4
ორქულიანი, 4-დან 1 სამიანი და 7-დან 7 საჯარიმო ჩააგდო. “მამუს” პასივში 6 დაკარგვა ჰქონდა, თუმცა ნახსენები შედეგიანობის გათვალისწინებით ის მატჩის MVP მაინც გახდა.

"სეტონ ჰოლს" Big East-ში ყველაზე მეტი – 4 გამარჯვება აქვს და 1 წაგების გამო პირველ ადგილზე მყოფ, დაუმარცხებელ "ვილანოვას" ჩამორჩება. შემდეგ მატჩს მეკობრეები 3 იანვარს "ბატლერთან" გამართავენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
შენგელიაზე რომ ატეხეთ ერთი ამბავი თქ ე მართლა მოღალატეებო. ის ნაკრებს მაინც ადგება და რად მინდა ამერიკაში მოთამაშეები ნაკრებს თუ არ გამოადგება. არ ჯობია ყველა ცსკა_ში იყოს დანაკრებს ადვებოდეს
გრიგოლი1408
21:49 31-12-2020
26
მე კი არა შენ არა ხარ აზრზე. ამით ამერიკელი გეუბნება,რომ შენი ნაკრები ბოდიში და სულ ფეხებზე მკიდიაო
გრიგოლი1408
21:37 02-01-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული