მატჩის დღე! თორნიკე შენგელია "ბაიერნის" წინააღმდეგ

AutoSharing Option
დღეს, 29 იანვარს, ევროლიგის 23-ე ტურში ცსკა "ბაიერნს" მასპინძლობს. შეგახსენებთ, რუსული კლუბის რიგებში ქართველი თორნიკე შენგელია ასპარეზობს. 

22 ტურის შემდეგ ცსკა 16 მოგებითა და 6 მარცხით მე-2 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება მიუხენურ გრანდს, ისინი 13 გამარჯვებითა და 9 მარცხით მე-7 ადგილს იკავებენ. 

ეს გუნდები ერთმანეთს 9-ჯერ დაუპირისპირდნენ. ცხრავე გამარჯვება რუსებს დარჩათ. 

რუსული კლუბისა და ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელი მაიკ ჯეიმსი ამ მატჩს გამოტოვებს, მიზეზი გუნდთან არსებული კონფლიქტია. ასე რომ, დიდია ალბათობა იმისა, გუნდს ლიდერობა კვლავაც თორნიკემ გაუწიოს და მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატაროს. 

შეხვედრა თბილისის დროით 21:00
საათზე დაიწყება.

altარავითარი ჩხუბი ჯეიმსთან - შენგელიამ რუსულ მედიას შეუტია

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩვენი გულები შენთანაა თოკომოტივო. ყველაზე ღირსეული მამულიშვილი ხარ!
ხევსური
16:11 29-01-2021
4

სიახლეები პოპულარული