22 ტურის შემდეგ ცსკა 16 მოგებითა და 6 მარცხით მე-2 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება მიუხენურ გრანდს, ისინი 13 გამარჯვებითა და 9 მარცხით მე-7 ადგილს იკავებენ.
ეს გუნდები ერთმანეთს 9-ჯერ დაუპირისპირდნენ. ცხრავე გამარჯვება რუსებს დარჩათ.
რუსული კლუბისა და ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელი მაიკ ჯეიმსი ამ მატჩს გამოტოვებს, მიზეზი გუნდთან არსებული კონფლიქტია. ასე რომ, დიდია ალბათობა იმისა, გუნდს ლიდერობა კვლავაც თორნიკემ გაუწიოს და მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატაროს.
შეხვედრა თბილისის დროით 21:00