ბურჯანაძის 5 ქულა მადრიდში და "გრან კანარიას" დასანანი წაგება "რეალთან"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე და მისი კლუბი “გრან კანარია” სენსაციის მოხდენასთან ახლოს იყვნენ. ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ, 22-ე ტურში კანარელები მადრიდში "რეალს" შეხვდნენ და დაძაბულ ბრძოლაში – 80:81 წააგეს.

ბექამ მოედანზე 15:54 წუთი გაატარა და 5 ქულა, 3 მოხსნა, 2 პასი და ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 2-დან 1 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. სათქმელია ისიც, რომ ბექამ ყველა ქულა ბოლო ათწუთეულში ჩააგდო და ამით
თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ მატჩის ბედი ბოლო წამებამდე გადაუწყვეტელი გახლდათ.

"პირველ რიგში, მინდა, კმაყოფილება გამოვთქვა, რომ ბოლომდე თამაშში ვიყავით. ბიჭებს ამას ვულოცავ. მიზანთან ძალიან ახლოს გახლდით და ასეთი წაგება ნამდვილად საწყენია. სეზონი გრძელდება და მთავარი მატჩები წინაა. ამ თამაშმა დაგვანახა, რის გამოსწორებაზე უნდა ვიზრუნოთ", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა.

"გრან კანარიას" 7 მოგება და 14 მარცხი მოუგროვდა და ლიგა ენდესაში მე-14 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 6 თებერვალს, შინ, "ბაქსი მანრესასთან" ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული