სანაძის ახალ კლუბს აღნიშნულ ტურნირზე 4 მოგება და 11 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 5 თებერვალს, შინ, ასევე სერბულ FMP-სთან ჩაატარებს. ბორაცს 3 ამერიკელი ლეგიონერი ჰყავს, სერბთაგან კი სტეფან ბირჩევიჩი უნდა გამოვარჩიოთ, რომელსაც ქვეყნის ეროვნულ გუნდში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული.
სანაძემ მიმდინარე
სეზონის პირველი ნახევარი ყატარულ "ალ ხორში" გაატარა, სადაც გუნდის ლიდერი იყო საშუალოდ მითვლილი 24.1 ქულით, 5.5 მოხსნითა და 3.6 პასით. აქამდე სანაძეს "პრიმორსკას" (სლოვენია), "პისტოიას" (იტალია), "გიპუზკოას" (ესპანეთი), "როსა რადომის" (პოლონეთი), "ფუენლაბრადასა" (ესპანეთი) და "ოლივეირენშეს" (პორტუგალია) რიგებშიც უთამაშია.
GBF.GE