ალექსანდრე მერკვილაძის შედეგიანი მატჩი NCAA-ში

AutoSharing Option
ამერიკის სტუდენტურ ლიგაში წარმატებით დგამს პირველ ნაბიჯებს ალექსანდრე მერკვილაძე. ქუთაისელი კალათბურთელი მხოლოდ 18 წლისაა და ის უკვე NCAA-ს გუნდის ღირსეული წევრია, სათამაშო დროც საკმარისად აქვს.

მერკვილაძე "კალ სტეიტ ნორტრიჯ მატადორსის" ღირსებას იცავს, მისი გუნდი კი Big West-ის კონფერენციაში ასპარეზობს, სადაც ამ ეტაპისთვის 3 მოგება და 5 მარცხი აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება. მორიგ მატჩში ნორტრიჯელებმა კალიფორნიულ "დევის ეიჯისთან" 63:75 წააგეს, ქართველმა ფორვარდმა კი 16 ქულა მიითვალა. მან ამაზე შედეგიანად მხოლოდ სეზონის გახსნით შეხვედრაში ითამაშა, როდესაც "ვესტმონტ უორიორსს" 20 ქულა ჩაუგდო.

ალექსანდრემ მოედანზე 29 წუთი გაატარა და 4-ვე ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო და აქტივში 7 მოხსნა და 1 ჩაჭრაც ჰქონდა, პასივში კი – თითო შეცდომა და პერსონალური ფოლი.

მიმდინარე სეზონში მერკვილაძის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 26.3 წუთი, 8.5 ქულა, 5.8 მოხსნა, 1.3 პასი. "ნორტრიჯი" მომდევნო მატჩს 20 თებერვალს, "ჰავაი რეინბოუ უორიორსთან" ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა პოზიციაზე თამაშობს?
martlaaa
12:17 09-02-2021
0

სიახლეები პოპულარული