მამუკელაშვილის უდიდესი წარმატება! ქართველი საუკეთესოდ მეორედ დაასახელეს

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილი NCAA-ს Big East-ის კონფერენციის კვირის მოთამაშეა. "სეტონ ჰოლის" ქართველი ფორვარდისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე აღიარებაა, რაც თავისთავად უდიდესი მიღწევაა ისეთ ფრონტზე ბრძოლის პირობებში, სადაც სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი "ვილანოვა" ასპარეზობს თავისი ცოფიანი მგლებივით დაგეშილი კალათბურთელებით.

მამუკელაშვილს სტუმრად მოგებული ორი მატჩი დაუფასდა "პროვიდენსთან" და "კონექტიკუტთან". სანდრო ამ კვირაში საშუალოდ 21.0 ქულას, 7.0 მოხსნას, 2.5 პასსა და 1.5 ჩაჭრას აკეთებდა, "სეტონ ჰოლმა" კი ორივე მატჩი მოიგო და NCAA-ს ჩემპიონშიპში მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. ის 50%-იანი სიზუსტით ისროდა როგორც ორქულიანებს, ისე
3-ქულიანებს, საჯარიმო ხაზიდან კი 14-დან 12 ჩააგდო (86%).

სანდრო მამუკელაშვილი BIG EAST-ის წლის მოთამაშეობისა და Karl Malone Award-ის ნომინანტია. ქულებით ის კონფერენციაში მე-2 პოზიციაზეა. მოხსნებით და პასებითაც top-15-შია. ამის გარდა, სანდრო კონფერენციის კვირის სიმბოლურ გუნდში რამდენჯერმე დაასახელეს.

ეს აღიარებები, რასაც მამუკელაშვილი იხვეჭს, მას დრაფტის პირველ წრესთან აახლოებს. წინასადრაფტო ექსპერტთაგან აქამდე არავის დაუსახელებია სანდრო პირველ რაუნდში სავარაუდოდ ასარჩევთა შორის, თუმცა ქართველმა ფორვარდმა თუ ასე გააგრძელა ქულა-მოხსნებისა და ტიტულების ხვეჭა, ნბა-ს კლუბები მასზე პირველივე წრეში გააჩაღებენ ნადირობას. 

GBF

altმამუკელაშვილის 22 ქულა და გასვლითი გამარჯვება კონექტიკუტელ ჰასკებთან


მკითხველის კომენტარები / 3 /
და ჩვენი ნაკრები ევროპული Dream Team გახდება ;)
ზურა
18:16 09-02-2021
0
იმედია საქართველოს ნაკრებშიც ვიხილავთ
გიორგი
17:55 09-02-2021
0

სიახლეები პოპულარული