მამუკელაშვილის 22 ქულა და გასვლითი გამარჯვება კონექტიკუტელ ჰასკებთან

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა ისევ იმარჯვა და საუკეთესო კვლავ ქართველი ფორვარდი გახლდათ.

“მეკობრეები” სტუმრად შეხვდნენ Big East-ის კონფერენციის დებიუტანტ კონეტქიკუტელ “ჰასკებს” და მამუკელაშვილის წინამძღოლობით 80:73 დაამარცხეს.

მამუკელაშვილმა მოედანზე 36 წუთი გაატარა და გუნდს 22 ქულა, 7 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. სანდრომ 7-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი და 12-დან 10 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და არ დაჯარიმებულა. ქართველი ფორვარდის შემდეგ სეტონ ჰოლში მაილს კეილი გამოირჩა 20 ქულით.

სეტონ ჰოლმა 8 გამარჯვება და 5 მარცხი
მოაგროვა და Big East-ის კონფერენციაში მე-4 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 15 თებერვალს შინ “მარკეტთან” ჩაატარებს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული