მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი და გამარჯვება "მარკეტთან"

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილმა მიმდინარე სეზონში მესამე ორმაგი დუბლი მიითვალა. ეს მოხდა წუხანდელ შეხვედრაში, რომელშიც "სეტონ ჰოლმა" "მარკეტს" უმასპინძლა და ქართველი კალათბურთელის დახმარებით 57:51 იმარჯვა.

მამუკელაშვილმა 37 წუთი ითამაშა და 11 ქულა, 10 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. სანდრომ 9-დან 3 ორქულიანი, 3-დან 1 სამიანი და 2-დან ორივე საჯარიმო ჩააგდო. სეტონჰოლელთაგან საუკეთესო შედეგი კი ჯარედ როდენმა დააფიქსირა, რომელმაც 20 ქულა, 7 მოხსნა და 4 პასი მიითვალა.

14 საკონფერენციო მატჩიდან "სეტონ ჰოლს" 9 გამარჯვება აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. Big East-ის
კონფერენციაში გამარჯვების გარდა, გუნდის მიზანი რაც შეიძლება ბევრი მოგების მოპოვება და სტუდენტური ლიგის რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე დამკვიდრებაა, რათა NCAA-ს ჩემპიონატში, ანუ "მარტის სიგიჟეში" მონაწილეობის უფლება მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ სანდრო მამუკელაშვილი ნეისმიტის ტროფეის 30 კანდიდატს შორის დაასახელეს. ეს პრიზი სეზონის საუკეთესო კალათბურთელს გადაეცემა კოლეჯთა ლიგაში. სანდრო ასევე მონაწილეობს კარლ მელოუნის პრიზის ფანების გამოკითხვაში. მას აქვს შანსი, NCAA-ს საუკეთესო მძიმე ფორვარდი გახდეს. აგრეთვე ის წარდგენილია "ბიგ ისტის" კონფერენციის საუკეთესო კალათბურთელის პრიზზეც. 

GBF

altმამუკელაშვილი ამერიკის სტუდენტური ლიგის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძოლებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული