გოგა ბითაძე ქართველ გულშემატკივრებს მიმართავს

AutoSharing Option
გოგა ბითაძემ "პირველი არხის" გადაცემა "სპორტში" საკუთარ თავზე, საქართველოს ნაკრებსა და გულშემატკივრების დიდ მხარდაჭერაზე ისაუბრა. 

"გუნდში ჩემს მდგომარეობაზე საუბარი რთული არის, რადგან მართლაც არაპროგნოზირებადია მწვრთნელის გადაწყვეტილება, მაგრამ მე მზად უნდა ვიყო. როდესაც თამაშის საშუალება მომეცემა, უნდა გავიდე და ვაჩვენო, რომ მეტ სათამაშო დროს ვიმსახურებ.

სხვა გუნდებიდან შემოთავაზებებზე, სიმართლე რომ გითხრათ, არ ვფიქრობ. ახლა მხოლოდ იმაზე ვარ კონცენტრირებული, რომ ვივარჯიშო, მოვუმატო და უფრო კარგი მოთამაშე გავხდე, რათა "ინდიანაში" უკეთესი როლი დავიმსახურო.

საქართველოდან ძალიან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ, რისთვისაც მინდა ძალიან დიდი მადლობა
გადაგიხადოთ. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველაფერი დიდი მოტივაციაა, რომ უფრო და უფრო მეტი ვიშრომო და ხალხს იმედები არ გავუცრუო.

საქართველოს ეროვნული ნაკრების მოგებების საიდუმლო, ალბათ, ისაა, რომ ბიჭები, ვინც იქ არიან, 100%-ს აკეთებენ და იხარჯებიან ბოლომდე, რათა გუნდს მოგებაში დაეხმარონ, რაც ყველაზე მთავარი არის. ეს ოთხი თამაში, განსაკუთრებით, სერბეთის სერბეთში დამარცხება, ნამდვილად არ არის იოლი, თითქმის წარმოუდგენელია. ამაყები უნდა ვიყოთ, რადგან ბიჭებმა ეს შეძლეს. ეს მოგებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო". 


altგოგას კვლავ ლიმიტირებული დრო... "ინდიანა" "გოლდენ სტეიტთან" დამარცხდა [VIDEO]


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე ასე მგონია რომ ბრძოლით და შეუპოვრობით მოპოვებული სათამაშო დრო ბევრად უფრო მეტ თავდაჯერებას შეძენს ვიდრე გუნდი სადაც მაღლების დეფიციტია..ასე რომ შრომა და მისი ნიჭის წყალობით ყველაფერი გამოვა..
რიგითი
20:32 25-02-2021
2
თავის დროზე ფაჩულიამ ორი ბეჭდი იყიდა კონტრაქტით. ამ ბიჭს ჯერ ფული ჭირდება, იმიტომ არ ფიქრობს გუნდის შეცვლას.
ასა
15:43 25-02-2021
28
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული