ცსკა 30 ქულით დამარცხდა - შენგელია თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი იყო

AutoSharing Option
ევროლიგის 28-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა სტუმრად 70:100 დამარცხდა "ანადოლუ ეფესთან".

შენგელია თავის გუნდში 14 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო. თორნიკემ 24:16 წუთში 9-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 5 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 10 იყო.

მასზე მეტი, 21 ქულა ამ მატჩში მხოლოდ "ანადოლუ ეფესის" სერბმა ლეგიონერმა ვასილი მიჩიჩმა ჩააგდო.

ცსკა-მ 27 ჩატარებული მატჩიდან 18 მოიგო, მეორე ადგილზეა და 11 მარტს "მილანოს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ტრაგიკომედია არ იქნება, როცა ბასკონია მოიგებს ევროლოგას ცსკა კი ფინალშიც ვერ გავა?!)
4
ვა ხახახახა
ცეესკაა საჩემპიონო გუნდი?
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული