
VTB ლიგის 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში 102:86 დაამარცხა ყაზანის "უნიკსი".
შენგელიამ 25:26 წუთში 15 ქულა (8-დან 4 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 8-დან 7 საჯარიმო), 2 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვლა, 4-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 13 იყო.
ცსკა-ს სკანდალური ამერიკელი ლეგიონერი მაიკ ჯეიმსი მესამე წუთზე წუთშესვენებისას მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს შეეკამათა, დარბაზი დატოვა და უკან აღარ დაბრუნებულა. მოსკოვური კლუბის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ჯეიმსს კუჭის პრობლემა და ტემპერატურა ჰქონდა.

ცსკა-მ 20 ჩატარებული მატჩიდან 15 მოიგო, მათ
შორის 5 ზედიზედ, მეორე ადგილზეა და 5 აპრილს სტუმრად ლიდერ "ზენიტს" დაუპირისპირდება.
ცსკა ტრავმირებული ნიკოლა მილუტინოვის ნაცვლად "ბაიერნის" ცენტრის ჯალენ რეინოლდსის შეძენას ცდილობს და მზადაა მასში ორჯერ უფრო მეტი გადაიხადოს, ვიდრე "რეალმა" - 1.3 მილიონი ევრო.