ლიგა ენდესას 31-ე ტურში გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" საკუთარ მოედანზე 79:61 დაამარცხა "უნიკახა".
შერმადინმა თავის ყოფილ გუნდთან 23:35 წუთში 22 ქულა (13-დან 10 ორქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო) 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27 იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
"იბეროსტარმა" 30 ჩატარებული მატჩიდან 24 მოიგო, მესამე ადგილზეა და 21 აპრილს "ბილბაოს" უმასპინძლებს.