"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ "საკრამენტოს" ფორვარდმა მორის ჰარკლესმა ზოლზე გაიარა და ბითაძე გადააგდო, ქართველი ცენტრი კი, უბრალოდ, გაჩერდა. შემდეგ, როცა გოგა დაცვაში გარბოდა, ფოსტერს მიაძახა - "დაჯექი!" ეს ასისტენტს არ მოეწონა და ბითაძეს ყვირილი დაუწყო."
"ინდიანას" მთავარი მწვრთნელი, 45 წლის ნეიტ ბიორგრენი ამბობს:
"ვესაუბრე ორივე მათგანს. მოგვიანებით ზუსტად გავარკვევ, რა იყო ნათქვამი. მათ გუნდისთვის მხოლოდ საუკეთესო სურთ, მაგრამ ახლა უბრალოდ ასე არ მოხდა."
შეხვედრა "საკრამენტოს" გამარჯვებით, 104:93 დასრულდა, გოგა ბითაძის ანგარიშზე კი ხუთი ქულა და ექვსი მოხსნა იყო.
მომზადებულია sports.yahoo-ს მიხედვით
გოგაზე მწვრთნელის ასისტენტმა გაიწია, ქართველი სოლიდური დროით და ცოტა სკანდალით დაბრუნდა [VIDEO]