"დაჯექი" - გოგა ბითაძის რეპლიკა, რომელსაც სკანდალი მოჰყვა

AutoSharing Option
sports.yahoo "ინდიანას" ქართველი ცენტრის, გოგა ბითაძისა და გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის, გრეგ ფოსტერის ინციდენტზე საუბრობს:

"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ "საკრამენტოს" ფორვარდმა მორის ჰარკლესმა ზოლზე გაიარა და ბითაძე გადააგდო, ქართველი ცენტრი კი, უბრალოდ, გაჩერდა. შემდეგ, როცა გოგა დაცვაში გარბოდა, ფოსტერს მიაძახა - "დაჯექი!" ეს ასისტენტს არ მოეწონა და ბითაძეს ყვირილი დაუწყო."

"ინდიანას" მთავარი მწვრთნელი, 45 წლის ნეიტ ბიორგრენი ამბობს:

"ვესაუბრე ორივე მათგანს. მოგვიანებით ზუსტად გავარკვევ, რა იყო ნათქვამი. მათ გუნდისთვის მხოლოდ საუკეთესო სურთ, მაგრამ ახლა უბრალოდ ასე არ მოხდა."

შეხვედრა "საკრამენტოს" გამარჯვებით, 104:93 დასრულდა, გოგა ბითაძის ანგარიშზე კი  ხუთი ქულა და ექვსი მოხსნა იყო.


მომზადებულია sports.yahoo-ს მიხედვით



altგოგაზე მწვრთნელის ასისტენტმა გაიწია, ქართველი სოლიდური დროით და ცოტა სკანდალით დაბრუნდა

[VIDEO]


ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
დაჯექი არა, უფრო დაეგდე გამოდის
გიორგი
07:33 07-05-2021
0
ცოტა ხომ არ გადაამეტა>?
Degraf
14:20 06-05-2021
3

სიახლეები პოპულარული