სენსაცია - შენგელიას ცსკა-ს წაგება 25-ქულიანი მოგების შემდეგ

AutoSharing Option
VTB-ლიგის პლეი-ოფის მეორე მატჩში თორნიკე შენგელიას ცსკა მოულოდნელად გასვლაზე 72:76 დამარცხდა "ნიჟნი ნოვგოროდთან".

მთელი შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, დასკვნითი მეოთხედი უკეთ მასპინძლებმა ჩაატარეს და გაიმარჯვეს კიდეც.

შენგელიას თამაში სასტარტოში არ დაუწყია და 25:59 წუთში 10 ქულა (6-დან 4 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 7-დან 2 საჯარიმო), 5 მოხსნა, 1 დაფარება, 2 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 13 იყო.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქური გუნდიდან მაღალი შედეგიანობით არავინ გამორჩეულა: უხოვი (12 ქულა), კლაიბერნი (11) და კურბანოვი (10).

შეგახსენებთ, ცსკა-მ პირველ მატჩში 84:59 იმარჯვა, სერია 2 მოგებამდეა და გადამწყვეტი დაპირისპირება მოსკოვში 15 მაისს გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ძაან მიკვირს , რომ თოკო ჯარიმებს ვერ ესვრის ზუსტად. არადა ადრე კარგად ისროდა. ეს ბოლო წლებია ჯარიმები არ გამოსდის
მალხაზი
24 მაისი 2021 10:08
0
ევროლიგა მოიგოს მთავარი ეგაა და ვითიბიზე თუ გინდა სუყველა წაუგიათ
წარმატებები თოკო!
14 მაისი 2021 11:55
2
7-დან მხოლოდ 2 საჯარიმოს რომ ჩააგდებ, ვერა ხარ, ბიძია, კალათბურთელი. ასეთი რამე კალათბურთში არ ხდება!
xuta
14 მაისი 2021 10:17
5
საქართველოს ნაკრების კაპიტანია,ნბაშიც ითამაშა,ესპანეთის საუკეთესო კალათბურთელი იყო და ახლა ცსკას ერთერთი ლიდერია,რომელიც თავის მხრივ,ევროლიგის ერთერთი ლიდერია.კიდევ რა უნდა გააკეთოს,რომ შენ, კალათბურთელად ჩათვალო,ხუტა ბიძიკო?შორი სროლები ამ ბოლო ხანებში,მართლაც აღარ მისდის,მაგრამ ტრავმა რომ მიიღო,იმის შემდეგ გაუფუჭდა ხელი.იქნებ ტკივილები კიდევ აქვს და ხელს უშლის?ცსკას,მთავარი ცენტრი,მილუტინოვი დიდი ხანია დამტვრეული ჰყავს,მთავარი გამთამაშებელიც გაუშვეს და სასტარტო ხუთეულის მესამე კაციც რომ მოაკლდეს,ძალიან ძვირად დაუჯდებათ.ამიტომაც ტრავმის ბოლომდე მორჩენას,გათამაშების დამთავრების შემდეგ შეეცდებიან.ჯერ კი,რითაც შეუძლია,იმით ეხმარება გუნდს.
სოსო
14 მაისი 2021 15:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული