არის! მამუკელაშვილი "მილუოკის" კალათბურთელია!

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილი "მილუოკი ბაქსის" კალათბურთელია. აღსანიშნავია, რომ ქართველი მძიმე ფორვარდი "ინდიანა პეისერსმა" 54-ე პიკად აირჩია და უმალ მოქმედ ჩემპიონებში გაცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბაქსი" ქართველს ცენტრის პოზიციაზე მოიაზრებს.

შეგახსენებთ, სანდრო 4 წლის განმავლობაში კოლეჯში "სეტონ ჰოლის" ღირსებას იცავდა, ამიერიდან კი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გადადგამს პირველ ნაბიჯებს.

"მამუმ" (როგორც მას ამერიკაში ეძახიან) გასულ დრაფტზე მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა და "პირატების" გუნდის ლიდერი გახდა. მის ანგარიშზე 17.5 ქულა, 7.6 მოხსნა და 3.2 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. გამოსარჩევია ის ფაქტი, რომ 2017 წელს, როდესაც
ჩვენებური კოლეჯში ჩაირიცხა, საშუალოდ 2.6 ქულას აგროვებდა, ყოველივე ამის შემდეგ კი მისი ასეთი გარდასახვა შესამჩნევი გახლდათ.




მკითხველის კომენტარები / 20 /
იმედია ამ მაგარ კაცს ევრობასკეტზე გამოუშვებენ. უზომოდ გახარებული ვარ, წარმატებები ჟილკიან კაცს............................
სტალინი
22:06 30-07-2021
2
1. Სანდროს გულით ვქომაგობდი და ძალიან გავიხარე მისი არჩევით. Ვუსურვებ, გახდეს ბეჭდების მბრძანებელი!

2. ...მაგრამ სად არის ბეჟანიშვილი? Რატომ არ წერთ?
0

სიახლეები პოპულარული