2021 წლის საზაფხულო ტურნეზე "მილუოკი ბაქსი" "ბრუკლინ ნეტსს" დაუპირისპირდა და 91:97 დამარცხდა.
"ირმების" რიგებში სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე 29:14 წუთი დაჰყო, რა დროშიც 10 ქულა, 8 მოხსნა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კი ქართველმა კალათბურთელმა განაცხადა:
"მე მიყვარს ეს ორგანიზაცია, ვგრძნობ, რომ ისინი სპორტსმენებს განვითარებაში ეხმარებიან. მოუთმენლად ველი იანისის, კრისისა და ჯრუს რჩევების მოსმენას, მე მათგან რაც შეიძლება მეტს ვისწავლი" - ციტირებს სანდროს სიტყვებს "ბაქსის" "ფეისბუქგვერდი".
ამრიგად, "მილუოკს" თითო მოგება და წაგება აქვს. მომდევნო შეხვედრას 14 აგვისტოს "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზეა ჩანიშნული.
ხვალ, 13 აგვისტოს, "დენვერ ნაგეტსი" "ფინიქს სანსს" დაუპირისპირდება, "დენვერის" რიგებში კი გიორგი ბეჟანიშვილი რიგით მე-3 შეხვედრას გამართავს.
წარმატებები სანდროს