"ქართველმა კალათბურთელმა ბოლო შეხვედრა ("დენვერთან") მშვენივრად ჩაატარა და საერთოდაც, ზაფხულის ლიგაში სანდრო "მილუოკის" ყველაზე ნათელი წერტილი იყო.
მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ მატჩში ქართველ კალათბურთელს ასისტების გრაფაში ნული ეწერა, მან ბურთი თამაშში რამდენჯერმე კარგად შემოიტანა, პოტენციურად, კარგი პასის კულტურა აჩვენა და ბრძოლისუნარიანობაც არ აკლდა. მისი გადაცემებით პარტნიორებმა ვერ ისარგებლეს.
მამუკელაშვილი კოლეჯების ლიგაში მოხსნებით გამოირჩეოდა და ახლაც მეტოქის ფარზე ძალიან დამაჯერებელი იყო. კარიერაში პირველი სამქულიანიც მის თავდაჯერებაზე კარგად უნდა აისახოს - ერთ თვეში