შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს!

AutoSharing Option
გუშინ, 7 სექტემბერს, ბარსელონაში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე, მოსკოვის ცსკა-ს ფორვარდი თორნიკე შენგელია ევროლიგის მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს.

აქამდე ასოციაციას იტალიელი კალათბურთელი ლუიჯი დატომე ხელმძღვანელობდა.

"ძალიან ამაყი ვარ და ამავდროულად, ზოგჯერ მოკრძალებულად ვგრძნობ თავს, როცა ვაანალიზებ, რომ ასოციაციის ხელმძღვანელობა კოლეგებმა მე მანდეს.

ბევრი რაღაცის გაკეთება მომიწევს. ჯიჯი დაუჯერებლად კარგი ლიდერი იყო და პირველი, უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა. მან წამოიწყო და წარუძღვა პროცესს, რომელმაც ასოციაცია იქამდე მიიყვანა, სადაც ის დღესაა.

მოუთმენლად ველოდები მოთამაშეთა ბორდის წევრებთან ერთად სამუშაოს დაწყებას და ეიფორიაში ვარ იმ მოვალეობით,
რომლითაც ამ თაობის კალათბურთელებისთვის უფრო მეტის გაკეთება შემიძლია", - თქვა თოკომ.

მომზადებულია Eurohoops-ის მიხედვით


ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული