ტრავმის გამო შერმადინი "რეალთან" ვერ ითამაშებს

AutoSharing Option
"ტენერიფეს" საიტის ცნობით, ქართველმა ცენტრმა გიორგი შერმადინმა "ბილბაოსთან" ლიგა ენდესას მესამე ტურის მატჩში ზურგის მარჯვენა ქვედა ნაწილის ტრავმა მიიღო და ბოლომდე ამიტომ ვერ ითამაშა.

კლუბის სამედიცინო სამსახური იტყობინება, რომ მას 5-6 კვირა მოუწევს უქმობა და 3 ოქტომბერს მადრიდში "რეალთან" შეხვედრას გამოტოვებს. იმედია, გიორგი ნოემბრის სანაკრებო მატჩებისთვის მწყობრში ჩადგება.

შეგახსენებთ, "ბილბაოსთან" შერმადინი მატჩის MVP გახდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული