bleacherreport-ი ბითაძის მოსალოდნელ კარგ სეზონსა და სასტარტოს შანსებზე საუბრობს

AutoSharing Option
bleacherreport-მა NBA-ს კლუბებიდან თითო მოთამაშე გამოჰყო და მათზე ისაუბრა. "ინდიანადან" ეს პატივი გოგა ბითაძეს ერგო:

"იმ კალათბურთელებს შორის, რომელთაც გასულ სეზონში "ინდიანაში" მინიმუმ 500 წუთი ითამაშეს, ერთ-ერთი გოგა ბითაძეა, რომელიც ახალი სეზონის შემდეგ ყველასთვის ცნობილი უნდა გახდეს.

გოგა, სიმაღლის (211 სმ) მიუხედავად, კარგად გადაადგილდება და "პეისერსის" ძირითადი ცენტრის საიმედო შემცვლელია.

თუკი 22 წლის ქართველი კალათბურთელი პერიმეტრიდან ტყორცნას გააუმჯობესებს, სასტარტო ხუთეულში მოხვედრასაც შეძლებს. მოსალოდნელია, მისი სათამაშო წუთები გაიზარდოს. მით უმეტეს, თუკი ტერნერი გუნდს დატოვებს."

"ინდიანა პეისერსი" NBA-ს პრესეზონს 6 ოქტომბერს დაიწყებს,
21 ოქტომბერს კი რეგულარული სეზონის პირველ შეხვედრაში "შარლოტს" ესტუმრება. აღსანიშნავია, რომ ეს მატჩი ბითაძისთვის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში საიუბილეო, მე-100 იქნება.

altამერიკული გამოცემა: ბითაძეს მნიშვნელოვანი დრო მიეცემა

altბითაძე თბილისში ინდივიდუალურად ვარჯიშობს! ქართველი კარგ ფორმაშია [VIDEO]

altგოგა ბითაძე: ევრობასკეტის ყველა შეხვედრაში წარმატებისთვის ვიბრძოლებთ!




ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
…წარმატებები გოგას!!!
დათო
14:54 29-09-2021
0

სიახლეები პოპულარული