"არის თუ არა "ინდიანა" მისი განვითარებისთვის საუკეთესო ვარიანტი?.." - უცხოური მედია გოგაზე წერს

AutoSharing Option
Yndycornrows-ი "ინდიანას" ქართველ ცენტრ გოგა ბითაძის შესახებ წერს:

"მიუხედავად იმისა, რომ ბითაძის დისციპლინა და სათამაშო დრო იდეალური არაა, ის ნაბიჯები, რაც მან უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში გადადგა, აუცილებელი აღნიშვნის ღირსია.

გოგა აპირებს, მეტი დროის მისაღებად იბრძოლოს. ის 2-ქულიანებს კარგად ესვრის, მაგრამ 3-ქულიანების რეალიზების დაბალი პროცენტული მაჩვენებელი აქვს - 121 სროლის შემდეგ მხოლოდ 23.1%.

"პეისერსის" პრეზიდენტის განცხადებით, ქართველ ცენტრს დაცვაში თამაში გასაუმჯობესებელი აქვს, ისევე, როგორც პიკენ-როლით შეტევის დაგვირგვინების ასპექტი.

ჩვენ ვიცით, გოგამ რა უნდა გამოასწოროს. ახლა მთავარია, საკუთარ შესაძლებლობებს რამდენად თანმიმდევრულად
განავითარებს. აღსანიშნავია, რომ მას ტრავმა აწუხებდა, ასევე, პანდემიამაც ხელი შეუშალა და ამავდროულად, მუშაობა რამდენიმე მწვრთნელთან მოუწია. ბითაძე თამაშობს გუნდში, რომელიც ცდილობს, დრო ორივე ცენტრს დაუთმოს და მათი წუთები დააბალანსოს.

ქართველი ცენტრი პროგრესირებს. გასულ სეზონში დაამტკიცა, რომ დაცვის უნარების გასაუმჯობესებლად დიდი ნაბიჯები გადადგა. იმისთვის, რომ წარმატებული იყოს, როტაციაში თანმიმდევრული როლი უნდა დაეთმოს. მას სტაბილური გარემო და შეცდომების მინიმუმამდე დაყვანის ალბათობა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნებ სამართლიანი იყოს შეკითხვა - არის თუ არა "ინდიანა" მისი განვითარებისთვის საუკეთესო ვარიანტი?

სტატისტიკა მოწმობს, რომ როცა მაილის ტერნერმა და დომანტას საბონისმა შეხვედრები გამოტოვეს, ქართველი კალათბურთელი პარკეტზე გაცილებით პროდუქტიული იყო. ასე რომ, მას მეტი ნდობა სჭირდება."

altამერიკული გამოცემა: ბითაძეს მნიშვნელოვანი დრო მიეცემა

altბითაძე თბილისში ინდივიდუალურად ვარჯიშობს! ქართველი კარგ ფორმაშია [VIDEO]



ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული