ბურჯანაძემ "ბარსელონას" 11 ქულა ჩაუგდო, მისი "ბეტისი" დამარცხდა

AutoSharing Option
ბექა ბურჯანაძემ კატალონიური გრანდის წინააღმდეგ ითამაშა და მართალია, მისი გუნდი დამარცხდა, ქართველ ფორვარდს თავი არ შეურცხვენია. "ბეტისმა", რომლის ღირსებასაც ბურჯანაძე იცავს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში "ბარსელონას" უმასპინძლა და 61:78 დამარცხდა.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:09 წუთში 11 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მოაგროვა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 6-დან 3 ორქულიანი და 5-ვე საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, არ დაჯარიმებულა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 4-ჯერ დაირღვა.

ბექას სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ის ბეტისელთა რიგებში მხოლოდ მონტენეგროელ
მარკო ტოდოროვიჩს (21) ჩამორჩა, რომელმაც 15 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. კატალონიელთა რიგებში საუკეთესო ლატვიელი როლანდს სმიტსი იყო. მან ორმაგი დუბლი შეასრულა – 12 ქულა, 10 მოხსნა.

"ბეტისმა" 1 მოგება და 4 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. ბურჯანაძის გუნდი მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს, სტუმრად "გრან კანარიასთან" გამართავს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული