მამუკელაშვილი All Stars-ის დონეზე ავა - ამერიკული გამოცემა ქართველის მომავალზე

AutoSharing Option
ამერიკული გამოცემა wisportsheroics.com-ი "მილოუკი ბაქსის" ფორვარდ სანდრო მამუკელაშვილის შესახებ სტატიას აქვეყნებს, რომლის ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო მონაკვეთების თარგმანს sportall.ge გთავაზობთ.

"წინასასეზონო შეხვედრებში სანდრომ გულშემატკივარი როგორც საკუთარ, ასევე მეტოქის ფართან მაღალი დონის თამაშით გააოცა.

ბევრს სჯეროდა, რომ ახალგაზრდა ფორვარდი სეზონის განმავლობაში სათამაშო წუთებს მიიღებდა. ქართველმა ეს მოახერხა, თუმცა ფანები "მამუს" მიერ ნაჩვენები თამაშით იმედგაცრუებულნი დარჩნენ. მიუხედავად ამისა, "ბაქსის" გულშემატკივრები სანდროს მომავლის მიმართ მაინც ოპტიმისტურად უნდა იყვნენ განწყობილნი, თუმცა ზღვარი უნდა გაავლონ.


მოკლევადიანი პერსპექტივა

გულშემატკივრებს გაუკვირდათ, როცა მამუკელაშვილმა შემადგენლობაში სრულად თამაშის ნაცვლად მხოლოდ
ორმხრივი კონტრაქტი მიიღო. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ წინა სეზონი თითქმის არ ჰგავს რეგულარულს. 

რეგულარული სეზონის კარგად დაწყების შემდეგ "მამუ" ათამაშეს, თუმცა მის გამოსვლას ფანები დიდად არ გაუხარებია. რასაკვირველია, დრაფტის მეორე რაუნდის არჩევანი დომანტას საბონისს ჯეროვან წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა, თუმცა გუნდელების ტრავმების გამო ქართველი მაინც თამაშობდა. "მამუს" პრობლემები ძალისხმევის ან ნიჭის ნაკლებობით არ არის განპირობებული, მაგრამ მას მნიშვნელოვანი განვითარება სჭირდება, სანამ გამოცდილ მოწინააღმდეგეებთან ტოლ-სწორად თამაშს შეძლებს.

ბრუკ ლოპესის სრულფასოვანი დაბრუნების შემდეგ "ბაქსის" ფანები მამუკელაშვილს პარკეტზე იშვიათად იხილავენ. განვითარების ლიგაში განათხოვრება სანდროს სხვადასხვა უნარის გაუმჯობესების საშუალებას მისცემს.

გრძელვადიანი პერსპექტივა

ერთხელ გავიგე, რომ მამუკელაშვილს "ღარიბების იოკიჩი" უწოდეს და მჯერა, რომ ეს ზუსტი განმარტებაა. ის თანამედროვე მაღალი და ძლიერი კალათბურთელივით ისვრის, მოძრაობს და იცავს. მიუხედავად მისი პოტენციალისა, "მამუს", როგორც პროექტს, ისე უნდა შევხედოთ. დრო გვაჩვენებს, მის მსგავსად დრაფტის მეორე რაუნდში არჩეული ნიკოლა იოკიჩის დონეს მიაღწევს თუ არა.

საბოლოო ჯამში, ველი, რომ მამუ 4 ან 5 წელიწადში "ყველა ვარსკვლავის" დონის მოთამაშედ გადაიქცევა. სამწუხაროდ, არის შანსი, რომ ეს "ბაქსთან" ერთად ვერ გააკეთოს. "მილუოკი" არ არის მომავლის განვითარებადი გუნდი, ეს საჩემპიონო კოლექტივია. მიუხედავად იმისა, იმედი მაქვს, "ბაქსი" შეინარჩუნებს და განავითარებს მას (როგორც ეს ჯორდან ნვორასთან დაკავშირებით გააკეთეს). უფრო მნიშვნელოვანია, რომ "ბაქსმა" გამოიყენოს ის, რაც მათ აქვთ შუა სეზონის გარიგებებისთვის, რაც მათ დაეხმარება პლეი-ოფში.

ყველაფრის მიუხედავად, სანდრო მამუკელაშვილს ნათელი მომავალი აქვს. ეს არაა დამოკიდებული იმაზე, გააგრძელებს თუ არა "ბაქსში" თამაშს. ქართველს მწვერვალზე ასასვლელად დრო დასჭირდება."

მკითხველის კომენტარები / 2 /
სანდროს მომენტები დღევანდელ თამაშში (5 ქულა 6 წუთში).
www.youtube.com/watch?v=VrAKVRJco9I
ქ. გ.
13:54 03-11-2021
1
მე პირადად მამუკელაშვილისაგან გაცილებით მეტს ველოდი! ყველა მომავალ ვარსკვლავს პირველსავე სეზონში კოჭებში ეტყობა მისგან რა გამოვა! არის უშიშარი და შეუპოვარი, არის ალფა მამრი?! მაშინ ითამაშებს კალათბურთს! ასეთები იყვნენ მიხეილ ქორქია და დერიუგინი, ახლა არის თორნიკე შენგელია!
SILVERMARCS
20:29 02-11-2021
8

სიახლეები პოპულარული