ბითაძის 2 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა "იუტასთან" მოგებულ მატჩში

AutoSharing Option
ინდიანა პეისერსმა, რომლის ღირსებასაც გოგა ბითაძე იცავს, ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატცი სოლტ ლეიკ სიტიში, ადგილობრივ “იუტასთან” გამართა და გამარჯვების მოპოვება შეძლო. ინდიანელებმა შეხვედრა 111:110 მოიგეს და ამაში თავისი წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა.

პეისერსის 22 წლის ქართველმა ცენტრმა პირველ და მეორე პერიოდებში ითამაშა და მოედანზე ჯამში 6:25 წუთი დაჰყო, რა დროშიც 2 ქულა, 2 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. გოგამ, რომელმაც მეტოქის ფარს სულ ერთხელ შეუტია და ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 ფოლი მიიღო და დიდი შესვენების შემდეგ მოედანზე აღარ
გასულა.

მოედანზე ყველაზე შედეგიანი ინდიანას გამთამაშებელი მალკოლმ ბროგდონი იყო, რომელიც თავის გუნდს 30 ქულითა და 9 მოხსნით ულიდერა. 21 ქულა და 8 მოხსნა იყო ტი ჯეი მაკკონელის აქტივში, მაილს ტერნერს კი ორმაგ დუბლამდე სულ ერთი მოხსნა დააკლდა – 13 ქულა, 9 მოხსნა. იუტა ჯაზიდან დონოვან მიტჩელი (26 ქულა) და რუდი გობერი (19 ქულა, 11 მოხსნა) გამოირჩნენ

ინდიანა პეისერსს რეგულარულ ჩემპიონატში ჩატარებულ 13 შეხვედრაში 5 მოგება და 8 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ბითაძის გუნდი 14 ნოემბერს, შინ ფილადელფიასთან ჩაატარებს.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული