ათეულშია საქართველოს ნაკრებისა და ესპანური „ბეტისის“ თავდამსხმელი ბექა ბურჯანაძე.
„სევილიის „ბეტისის“ ფორვარდი სასარგებლოა როგორც ფარქვეშ, ასევე პერიმეტრიდან, რაშიც კიდევ ერთხელ დავრწმუნდით „ვალენსიასთან“ მატჩისას. 31 ოქტომბერს ქართველის დიდი დახმარებით (7-დან 6 სამქულიანი ჩააგდო) „ბეტისმა“ „ვალენსია“ სენსაციურად დაამარცხა – 84:81.
ევრობასკეტი 2022-ის შესარჩევ ეტაპზე ბურჯანაძე საშუალოდ 13.3 ქულას, 6.3 მოხსნასა და 1.5 პასს აგროვებდა,“ – ვკითხულობთ ფიბა-ს ოფიციალურ საიტზე.
ბექას გარდა ტოპ-10
ტექსტში არაფერი წერია თორნიკე შენგელიაზე. პუბლიკაციის ავტორმა თოკოს გვარი იმიტომ არ შეიტანა, რომ იგი ევროლიგის გუნდს წარმოადგენს. ევროლიგელებს კი მსოფლიოს ჩემპიონატის ნოემბრის ფანჯარაში არ უშვებენ. შენგელია გამონაკლისია, მას ცსკა-სთან გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით საქართველოს ნაკრებში უშვებენ.
GBF.GE