"ვიბრძოდით, ვომობდით..." - შენგელია ნაკრებში მოტივირებული ჩამოვიდა

AutoSharing Option
ევროლიგის ბოლო ტურში "ბაიერნთან" (77:74) გამარჯვების შემდეგ თორნიკე შენგელიამ ღიად ისაუბრა მიზეზზე, რამაც ეს ყველაფერი გამოიწვია:

"მომწონს როგორც მეორე ტაიმში ვითამაშეთ, ნამდვილად ვიბრძოდით, ვომობდით როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად. ჩვენი გეგმა გვქონდა, რომელიც დიმიტრის იტუდისმა შესვენებაზე გაგვანდო, ჩვენ კი ის იდეალურად შევასრულეთ. კედელთან მიგვიმწყვდიეს, თუმცა ჩვენი რეალური სახე ვაჩვენე, ახლა ასე სეზონის ბოლომდე უნდა ვითამაშოთ" - განაცხადა თოკომ.

შეგახსენებთ, შენგელია გერმანელებთან მატჩის შემდეგ საქართველოში ჩარტერული რეისით ჩამოფრინდა და ნაკრებს დღეს, 26 ნოემბერს, უკრაინასთან მატჩში დაეხმარება. შეხვედრა თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
რომელი ქვეყნის ნაკრებში?
მანსანკანი
15:23 26-11-2021
27
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული