დღეს, 16 დეკემბერს, G ლიგაში "ფორტ უეინი" "გრანდ რაპიდს" დაუპირისპირდა და 131:127 დაამარცხა.
"ფორტ უეინის" შემადგენლობიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 36 წუთი გაატარა, რა დროშიც 38 ქულა (13/19, 6/8 სამქულიანი), 14 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება დააგროვა.
"რაპიდსის" მხრიდან კი გიორგი ბეჟანიშვილმა 37 წუთში გუნდს 25 ქულა, (11/12), 7 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.
მატჩის სრული მიმოხილვა
შესანიშნავი შეხვედრა გამართა აიზია ტომასმაც, რომელმაც 42 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა.
ქართველი კალათბურთელები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან. იმედია, თავის გამოჩენის საშუალება NBA-შიც მიეცემათ.