დღეს გიორგი ბეჟანიშვილის "გრანდ რაპიდსი" "იგნიტეს" დაუპირისპირდა და 106:123 დამარცხდა.
"რაპიდსის" შემადგენლობიდან საუკეთესო გიორგი ბეჟანიშვილი გახლდათ, რომელმაც 35 წუთში 21 ქულა (9/12), 7 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე) და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
მშვენიერი შეხვედრა ჩაატარა ლენს სტეფენსონმაც. ეს უკანასკნელი გულშემატკივარს "ინდიანა პეისერსიდან" და "ლოს ანჯელეს ლეიკერსიდან" ახსოვს. რაც შეეხება მის სტატისტიკურ მონაგარს, 37 წუთში თავი 20 ქულით, 5 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
გიორგი ბეჟანიშვილი შესანიშნავ ფორმაშია. მოგეხსენებათ, ქართველი კალათბურთელი "დენვერ ნაგეტსის" საკუთრებაშია და იმედია, NBA-ს კლუბი შანსს მისცემს.