შენგელია ლიდერთან მატჩში MVP გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
VTB-ლიგის მე-10 ტურში თორნიკე შენგელიას ცსკა-მ მოსკოვში ლიდერი "ავტოდორი" 92:65 დაამარცხა.

შენგელიამ 20:03 წუთში 18 ქულა (7-დან 5 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 4 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, ხოლო მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 იყო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ცსკა 8 მოგებით მე-3 ადგილზეა და 17 იანვარს სტუმრად "ზენიტს" შეხვდება, იქამდე კი, 7 იანვარს, ევროლიგაზე "ბარსელონას" უმასპინძლებს. თუმცა კატალონიურ გუნდში კორონავირუსის 11 შემთხვევა დაფიქსირდა და შეიძლება მატჩი გადაიდოს. ამ
ტურნირზე შემდეგი თამაში ცსკა-ს 12 იანვარს გასვლაზე "პანათინაიკოსთან" უწევს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული