ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში გოგა ბითაძის "ინდიანა" "კლიპერსთან" 133:139 დამარცხდა, ქართველმა კი თავის ამერიკულ კარიერაში საუკეთესო მატჩი ჩაატარა.
მაილს ტერნერის არყოფნაში ბითაძეს სათამაშო დრო მიეცა (24:38 წუთი) და მან შანსი შესანიშნავად გამოიყენა - 17 ქულა (8-დან 6 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), 8 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება მიითვალა, ერთხელ დაკარგა ბურთი და 1 პერსონალური შენიშვნა მიიღო.
გოგამ 2021 წელს "მინესოტასთან" დამყარებული 14-ქულიანი რეკორდი გააუმჯობესა. ამ სეზონში მისი რეკორდი 11 ქულა იყო.
"ინდიანამ" 44 ჩატარებული მატჩიდან 15 მოიგო, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და 20 იანვარს "ლეიკერსს" დაუპირისპირდება.
"ინდიანამ" 44 ჩატარებული მატჩიდან 15 მოიგო, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზეა და 20 იანვარს "ლეიკერსს" დაუპირისპირდება.