სანდრო VS გოგა - ქართველები სოლიდური დროით ერთმანეთის პირისპირ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სანდრო მამუკელაშვილის "მილუოკი ბაქსმა" გოგა ბითაძის "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 129:119 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან სანდრომ მოედანზე 10 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა (3/3) და 2 მოხსნა მიითვალა.

საუკეთესო იანის ანტეტოკუნმპო გახლდათ, რომელმაც თავი 50 ქულით (17/21), 14 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

"პეისერსის" მხრიდან გოგამ 25 წუთში 12 ქულა (4/7), 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ბადი ჰილდმა აქტივში 36 ქულა (14/20), 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

ამრიგად,
"ბაქსი" 36 მოგებითა და 23 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 18 თებერვალს, "ფილადელფიას" წინააღმდეგ გამართავს.

"ინდიანა" 19 გამარჯვებითა და 40 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-13 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 17 თებერვალს, "ვაშინგტონ ვიზარდსის" პირისპირ ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
რა სიმარᲗლე არ არის როგორ უნდა ᲨეარᲩიონ ბავᲨვები ან ბავᲨვები როგორ განვიᲗარდებიან როცა ასაკობრივი ტურნირები არ ტარდება საერᲗოდ...
მე რომ ვიყო ახალი სეზონიდან დავიწყები ტურნირებს და ᲗვეᲨი ორი ᲗამაᲨი იქნებოდა და წაადგებოდა ბავᲨვებს მომავალ Თაობას
რატო ბლოკავᲗ
12:50 16-02-2022
4

სიახლეები პოპულარული