თბილისში გამომგზავრებამდე მაკფადენმა "ბარსელონას" 18 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ესპანეთის თასის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის, თად მაკფადენის "მურსია" "ბარსელონასთან" 90:103 დამარცხდა.

მაკფადენმა 22:40 წუთში 18 ქულა (4-დან 1 ორქულიანი, 9-დან 5 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 2 პასი და 2 მოხსნა მიითვალა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 14-ს გაუტოლდა.

მაკფადენი თბილისში გამოემგზავრება და საქართველოს ნაკრებს ჩრდილოეთ მაკედონიასთან მსოფლიოს 2023 წლის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებში დაეხმარება - პირველი შეხვედრა 24 თებერვალს თბილისში, ხოლო მეორე 27-ში სკოპიეში ჩატარდება.

რაც შეეხება ესპანეთის თასის ფინალს, "ბარსელონამ" "რეალს" 64:59 სძლია. 19 ქულით ყველაზე შედეგიანი კატალონიური
გუნდის მძიმე ფორვარდი ნიკოლა მიროტიჩი იყო, რომელიც ტურნირის MVP გახდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ვიცი,გუშინ თქვეს,ტრავმა მიიღო და შეიძლება ვერ დაგვეხმაროსო.ღმერთმა არ ქნას.
სოსო
12:14 21-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული