G ლიგაში სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი შეხვედრა ჩაატარა.
ქართველის "ვისკონსინ ჰერდი" "მოტორ სიტი კრუიზთან" 107:110 დამარცხდა.
მიუხედავად წაგებისა, "მამუმ" თავი 24 ქულით, 14 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
მოგეხსენებათ, "მილუოკი ბაქსმა" სერჟ იბაკა დაიმატა, რის გამოც სანდროს დრო, ფაქტობრივად, აღარ მიეცემა და G ლიგაზე გადაერთვება.