თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა

AutoSharing Option
კომპეტენტურ შიდა წრეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ღირსეული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, თორნიკემ გუშინ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე უკრაინას სოლიდარობაც გამოუცხადა:

"ვლოცულობ უკრაინისთვის, დარჩით ძლიერები", - წერს სპორტსმენი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი, თუმცა როგორც ცნობილია განაცხადებას დღეს, 26 თებერვალს გააკეთებს.

თორნიკემ ცსკას მაისურით ევროლიგაზე 15 შეხვედრა გამართა, საშუალოდ კი 12.7 ქულას, 4.7 მოხსნას, 2.5 შედეგიანი გადაცემას, 0.9 ჩაჭრასა და 0.3 დაფარებას აგროვებდა.


მკითხველის კომენტარები / 31 /
ამ დღეში იმიტომ კი არ ვართ , რომ თორნიკე ცსკ-ში თამაშობს , ამ დღეში იმიტომ ვართ , რომ ქართველების უმეტესობას პატრიოტობა იმ პარტიის მხარდაჭერა ჰგონია , რომელსაც ხმა მისცა , ზოგს მიხუისტობა ჰგონია პატრიოტიზმი , ზოგს ბიძინაობა . ამ ქვეყანაში ადამიანები საკუთარი ხუშტურების გამო , გადაჭარბებული სიჩქარით იმაზე მეტ ხალხს ხოცავს , ვიდრე ომს შეეწირა და მერე სხვას პატრიოტიზმს ასწავლის . ყველამ საკუთარ გულში ჩაიხედეთ , უბრალო რაღაცის გამო მკვდარსა და ცოცხალს აგინებთ ერთმანეთს და ეგ გგონიათ ღირსება , გადახედეთ სოციალურ ქსევებს , ქალი თუ კაცი როგორ ბილწსიტყვაობს , სიყვარულისა და სათნოების უნარი დავკარგეთ . ნოე რამიშვილი საკუთარ მემუარებში წერდა , რომ ჩემი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო , რომ ქვეყნის ინტერესებიდან კი არა , პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებდივო . გვეყოო ეს პარტოკრატიააა , უნდა დამთავრდეს ვინმესტობა და ყველამ ვაღიაროთ საკუთარი წვლილი , ქვეყნის ამ მდგომარეობამდე მიყვანაში , დამნაშავე უნდა გასამართლდეს და ვისაც რა და სად შეგვიძლია , საკუთარი ქვეყნის შენება დავიწყოთ შრომით , სწავლით , წესრიგისა და სამართლის მორჩილებით , ქურდული მენტალობის მოშორებით და იმ შეგნებით , რომ სიცოცხლის უფლება , ეს არის ფუნდამენტური უფლება , უფლისაგან ბოძებული და მისი ხელყოფა , უნდა ისჯებოდეს უმკაცრესად .ერთმანეთის სიყვარულსა და პატივისცემას სანამ არ ვისწავლით , არაფერი არ გვეშველება . ღმერთო დაიფარე უკრაინა და მსოფლიო ომისა და იმ ტირანიისაგან , რაც დღეს დედამიწაზეა გამეფებული .
ATP 16
22:59 26-02-2022
0
СЛАВА УКРАЇНІ!
Dato
21:34 26-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული