კომპეტენტურ შიდა წრეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ღირსეული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.
შეგახსენებთ, თორნიკემ გუშინ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე უკრაინას სოლიდარობაც გამოუცხადა:
"ვლოცულობ უკრაინისთვის, დარჩით ძლიერები", - წერს სპორტსმენი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.
ჯერ-ჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი, თუმცა როგორც ცნობილია განაცხადებას დღეს, 26 თებერვალს გააკეთებს.
თორნიკემ ცსკას მაისურით ევროლიგაზე 15 შეხვედრა გამართა, საშუალოდ კი 12.7 ქულას, 4.7 მოხსნას, 2.5 შედეგიანი გადაცემას, 0.9 ჩაჭრასა და 0.3 დაფარებას აგროვებდა.