თორნიკე შენგელიამ ცსკა დატოვა

AutoSharing Option
კომპეტენტურ შიდა წრეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა დატოვა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ღირსეული გადაწყვეტილება რუსეთის მიერ უკრაინაზე ფართომასშტაბიანი გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

შეგახსენებთ, თორნიკემ გუშინ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე უკრაინას სოლიდარობაც გამოუცხადა:

"ვლოცულობ უკრაინისთვის, დარჩით ძლიერები", - წერს სპორტსმენი საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე.

ჯერ-ჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას ქართველი, თუმცა როგორც ცნობილია განაცხადებას დღეს, 26 თებერვალს გააკეთებს.

თორნიკემ ცსკას მაისურით ევროლიგაზე 15 შეხვედრა გამართა, საშუალოდ კი 12.7 ქულას, 4.7 მოხსნას, 2.5 შედეგიანი გადაცემას, 0.9 ჩაჭრასა და 0.3 დაფარებას აგროვებდა.


მკითხველის კომენტარები / 31 /
კაცი მეგონე,ვაჟკაცი ყოფილხარ.
ქართველი
26 თებერვალი 2022 13:23
6
ყოჩარ თოკო. მეც მათ შორის ვიყავი ვინც მწარედ გაკრიტიკებდა. შეცდომა დაუშვი დიდი და ახლა მიხვდი, როცა სისხლი დაინახე მაგათ დაღვრილი. რუსები უმეტესობა ბარბაროსები არია. მაგ ბარბაროსებს მოსწონთ პუტინი და ყველას მოსწოთ ბევრ მიწებზე იბატონონ. მეტი იდეა მაგათ ცხოვრებაში არ ქონიათ. შეცდომები ვის არ მოსვლია? ჩემთვის მაგ ხმამაღალი აქტის შემდეგ ისევ თოკო და ისევ კაპიტანი იქნები. ერთი თხოვნა მაქვს, რომ ჩამოხვალ კალაძე მოინახულე და შენი ამბავი მოუყევი. თორემ ისეთი უინტელექტო და უწიგნურია დარწმუნებული ვარ ახალ ამბებსაც არ კითხულობს, რა ხდება მსოფლიოში.
G.LA
26 თებერვალი 2022 14:33
11
უკან მიმაქვს ყველაფერი ცუდი თუ ოდესმე მითქვამს შენზე. ჯობდა ადრე შეგესმინა, ჯობს გვიან ვიდრე არასდროს... ვამაყობ შენით.. გენაცვალე თოკო...
ID
26 თებერვალი 2022 14:26
2
ღირსეული საქციელი.
გიორგი
26 თებერვალი 2022 13:26
4
ნამდვილი ქართველი.როგორც გინდა გამიგეთ ნებისმიერი სახეობის წარმომადგენელმა ვინც რუსეთში თამაშობს ვისაც სამშობლო მშვიდობა უყვარს დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს რუსეთი
beqa
26 თებერვალი 2022 13:40
1
ნებისმიერი ევროპული კლუბი აიყვანს
gio
26 თებერვალი 2022 13:56
1
თორნიკეს მამულიშვილობაში არასოდეს შემპარვია ეჭვი, პირიქით ღირსეული ადამიანი, ღირსეული კაპიტანი ჩვენი ნაკრებისა! თორნიკეს ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ!
ნინი
26 თებერვალი 2022 13:41
3
ღირსეული საქციელია ნამდვილად.
მალაქია
26 თებერვალი 2022 13:36
2
ეგრე არა სჯობია!? ცსკას გარდა გუნდები დაილია ქვეყანაზე!? ჩამოდი ცოტა ხანი დაისვენე და საქართველოს ნაკრებს დაეხმარე! ეგ არის ნღდი!
მწრთვნელი
26 თებერვალი 2022 13:51
1
თოკო შენ და შენმა მოდგმამ გაიხაროს ასეთი საქ,იელისთვის. ძალიან მაგრი ნაბიჯია, სამაგალითო, ღირსეული. გაიხარე!
ლუკა
26 თებერვალი 2022 14:21
2
ვითიბის კარტა დაებლოკა და ხელფასს ვეღარ ანაღდებს ალბათ, უკრაინისთვის ომის გამოცხადება თუ გახდა კლუბიდან წამოსვლის მიზეზი მისთვის 2008 წლის ცხინვალის ომი და სამშობლოს ამხელა ტრაგედია არ იყო მიზეზი რომ არ გადაედგა ის ნაბიჯი და საერთოდ არ წასულიყო რუსული არმიის კლუბში? თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. დიდება უკრაინას,დიდება საქართველოს.
გოგა
26 თებერვალი 2022 16:31
13
გოგა! როცა სხვას ამუნათებ, შენ ამ დროს რას აკეთებ? ზიხარ და კლავიშებს უკაკუნებ არა? ზელენსკიმ ხომ სთქვა დახმარება მჭირდებაო,ხოდა ადექი და წადი უკრაინაში, იომე და მერე ნაღდად ექნება შენს "ვაჟკაცობას და ურა პატრიოტობას" ფასი! წაუსვლელად, უფრო ადვილია და კომფორტული რეცეპტების სროლა არა? გეყოთ მართლა და მართლა, სხვისი ჭკუის დარიგება იმ დოს როცა თქვენ არაფერს აკეთებთ. პირადად ჩემთვის ბლეფია, ეს ურა პატრიოტობა, გამოსვლები, აქციები, რუსეთის დროშების დახევა და მარათონი, თუ ვინ უფრო მეტ აგრესიას გამოავლენს რუსეთის მიმართ. ამ ბლეფობონიას ფონზე ნაღდად მისაღებია, იქ უკრაიანაში ჩასვლა და მხარში ამოდგომა! უკრაინას დღეს უფრო ცოცხალი ძალები სჭრდება, ვიდრე სულელური სოლიდარობა, რა დახოცილებს გააცოცხლებს, ეს აქციები? ცნობისათვის: არ ვარ " რუსეთუმე"(ეს იარლიყი მოდაშია ეხლა) არ ვარ ამერიკეთუმე, ევროპათუმე და მითუმეტეს მშიშარა ნატოელი. სუყველა წყალსაც წაუღია. მე მედარდება ჩემი საქართველო, რომ აქაც ომი არ განმეორდეს. უკრაინას კი მშვიდობას ვუსურვებ და მალე ომის დასრულებას.
გოგას
26 თებერვალი 2022 18:41
5
100%!!!
გიორგი
26 თებერვალი 2022 18:28
2

სიახლეები პოპულარული