ბითაძემ კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა - ქართველი "ვაშინგტონის" კალათბურთელებმა ვერ შეაჩერეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ვაშინგტონ ვიზარდსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 133:123 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობიდან გოგა ბითაძემ კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა თავი 20 ქულითა (7/7) და 6 მოხსნით გამოიჩინა. რა თქმა უნდა, გამოსარჩევია მე-2 მეოთხედი, რომელშიც ჩვენებურმა 15 ქულა ჩააგდო.

მალკომ ბროგდონმა 27 ქულა, 4 მოხსნა, 4-იც შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

დედაქალაქელთა მხრიდან კრისტაპს პორზინგისმა გუნდს 25 ქულა, 5 მოხსნა და 2 დაფარება შესძინა.

კაილ კუზმამ აქტივში 23 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება ჩაიწერა.

ამრიგად,
"ინდიანა" 22 მოგებითა და 44 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას 9 მარტს, "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ვიზარდსი" 29 გამარჯვებითა და 34 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-11 პოზიციას იკავებს. მომდევნო მატჩს 10 მარტს, "ლოს ანჯელეს კლიპერსის" პირისპირ გამართავს.



მკითხველის კომენტარები / 9 /
აქამდე პასს არ აძლევდნენ და მაგიტო ვერ ქონდა შედეგი
ტოტტი
10:08 07-03-2022
0
წელს თავდაჯერება მოემატა აშკარად, ფიზიკაშიც მოუმატა და, მგონია, რომ ყველაფერი კარგად ექნება! ყველა ვგულშემატკივრობთ ამ კარგ ბიჭს! წარმატებები ნბა-შიც და საქართველოს ნაკრებშიც!
მასტერს
16:31 07-03-2022
0

სიახლეები პოპულარული